პროფესიონალური სისტემები
პროდუქციის კატალოგი
მაღალი ეფექტურობის ხარაჩოები და ყალიბების სისტემები, შექმნილი უსაფრთხოებისა და ეფექტურობისთვის.

შიდა სამუშაო ხარაჩო
SKY-001 წარმოადგენს მაღალი ხარისხის შიდა სამუშაო ხარაჩოს, რომელიც იდეალურია შენობის შიდა სამუშაოებისთვის. მისი კომპაქტური და ერგონომიული დიზაინი საშუალებას გაძლევთ ეფექტურად იმუშაოთ შეზღუდულ სივრცეებში.

შიდა სამუშაო ბორბლებიანი ხარაჩო
SKY-200 შიდა სამუშაო ხარაჩო მოძრავი ბაზით, კონსტრუქცია აღჭურვილია მაღალი გამძლეობის მქონე ბორბლებითა და რეგულირებადი საყრდენი სისტემით, რაც უზრუნველყოფს როგორც მარტივ გადაადგილებას, ასევე მაქსიმალურ სიმყარეს მუშაობის პროცესში.

შიდა სამუშაო ბორბლებიანი ხარაჩო
შიდა სამუშაო ბორბლებიანი ხარაჩო - SKY 400, გამოიყენება სხვადასხვა ტიპის შენობის შიდა სამონტაჟო, სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების დროს.

შიდა სამუშაო ბორბლებიანი ხარაჩო
შიდა სამუშაო ბორბლებიანი ხარაჩო - SKY 600, კონსტრუქციის უნივერსალური დიზაინის საშუალებით შესაძლებელია, მაღალი ხარისხით, ეფექტურად შესრულდეს, როგორც სამონტაჟო და სარემონტო, ისე მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

სიმაღლეზე სამუშაო მოძრავი კიბე
სიმაღლეზე სამუშაო მოძრავი კიბე - SKY M1 წარმოადგენს მრავალფუნქციურ, მობილურ სამუშაო კიბეს ინტეგრირებული პლატფორმით, რომელიც იდეალურია კომპაქტურ სივრცეებში სამუშოდ. მისი უნიკალური დიზაინი აერთიანებს კიბისა დასამუშაო ბაქნის ფუნქციონალს

ფასადის ხარაჩო
ფასადის ხარაჩო - SKY Facade, დამზადებულია უმაღლესი ხარისხის სერტიფიცირებული ნედლეულისგან ქარხნული წესით.

ორმაგი ხამუთებით ხარაჩო
ორმაგი ხამუთებით ასაწყობი ხარაჩო პროექტდება თითოეული სამშენებლო ობიექტის უნიკალური მოთხოვნების გათვალისწინებით. სისტემა ეწყობა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, მაღალი კვალიფიკაციისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ტექნიკური პერსონალის მიერ, რაც უზრუნველყოფს კონსტრუქციის მაქსიმალურ საიმედოობასა და უსაფრთხოებას ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.

შიდა სამუშაო ხარაჩო აივნებით
შიდა სამუშაო ხარაჩო დამატებითი გარე გასასვლელი აივნებით პროექტდება თითოეული შენობის უნიკალური არქიტექტურული და კონსტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით. მონტაჟი ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით, მაღალი კვალიფიკაციისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ტექნიკური პერსონალის მიერ.

უსაფრთხოების მოაჯირი
უსაფრთხოების მოაჯირი - ფიქსირებული უსაფრთხოების მოაჯირი შექმნილია სამუშაო ზონის პერიმეტრის დაცვისთვის და უზრუნველყოფს პერსონალის მაქსიმალურ უსაფრთხოებას სიმაღლეზე მუშაობისას. მონტაჟი ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით, მაღალი კვალიფიკაციისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ტექნიკური პერსონალის მიერ.

საყალიბე სისტემა
საყალიბე სისტემები წარმოადგენს თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების ინოვაციურ გადაწყვეტას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის სამუშაო პროცესის ეფექტურობას და პერსონალის პროდუქტიულობას. სისტემის უნიკალური დიზაინი უზრუნველყოფს მონტაჟის, დემონტაჟისა და ტრანსპორტირების მაქსიმალურ სიმარტივეს, რაც მინიმუმამდე ამცირებს სამუშაო დროს. წარმოების პროცესში გამოიყენება მხოლოდ პრემიუმ ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მასალები.

ფასადის ხარაჩო
აივანი დიაფრაგმაზე სამონტაჟო სამუშაოებისთვის - HOOK CM911 წარმოადგენს პროფესიონალურ სამონტაჟო პლატფორმას, რომელიც სპეციალურად შექმნილია დიაფრაგმებზე სამუშაოებისთვის. წარმოების პროცესში გამოიყენება მხოლოდ პრემიუმ ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მასალები, ხოლო პროდუქციის დამზადება ხორციელდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ.

ტვირთის მიმღები ბაქანი
SKY MS7 წარმოადგენს სპეციალიზებულ ტვირთის მიმღებ პლატფორმას, რომელიც შექმნილია სამშენებლო სამუშაოების დროს მძიმე ტვირთების უსაფრთხო მიღებისა და განთავსებისთვის.

ტელესკოპური ხარაჩო
ტელესკოპური ხარაჩო გამოირჩევა რეგულირებადი (გახსნადი-დაკეცვადი) კონსტრუქციით. გამოიყენება ძირითადად შიდა და გარე სამშენებლო, სარემონტო და მოსაპირკეთებელ სამუშაოებში, სადაც საჭიროა სიმაღლის მარტივი და სწრაფი რეგულირება.

სამშენებლო დგარი
სამშენებლო დგარი დროებითი კონსტრუქციაა, რომელიც გამოიყენება ჭერის, იატაკის, ბეტონის ფილების ან სხვა სამშენებლო ელემენტების მხარდასაჭერად, სანამ ისინი ბოლომდე გამაგრდება და დამაგრდება. გამოიყენება როგორც მცირე, ისე მასშტაბური სამშენებლო პროექტებისთვის.